სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გადმოვიდა, მანვე განაცხადა, რომ არჩევნების გადადება არ სურს, თუმცა შეშფოთებულია იმის შესახებ, რომ მილიონობით საფოსტო ბიულეტენი პრობლემებს გამოიწვევს.
„არჩევნები და მისი შედეგები მსურს, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თქვენ, გადადება არ მსურს. მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს. თუმცა, ის არ მინდა, რომ 3 თვე ლოდინი მოგვიწიოს და შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ყველა ბიულეტენი დაკარგულია და არჩევნები არაფერს ნიშნავდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.
„როიტერსის“ ცნობით, პრეზიდენტმა ისაუბრა საფოსტო ხმის მიცემის სავარაუდო პრობლემებზე და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბიულეტენების დათვლას კვირები, თვეები ან მეტი - წლებიც კი დასჭირდეს.