ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდეტობის დროს 7 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS იუწყება.
ტელეკომპანიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააანალიზა და გაარკვია, რომ 1-ლი ოქტომბრისთვის ქვეყნის სახელმწიფო ვალი 27 ტრილიონი დოლარია. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ქვეყნის ვალი მომდევნო წლებშიც გაიზრდება იმ გასატარებელი ზომების პირობებში, რომელიც უნდა მოხმარდეს ამერიკის ეკონომიკის აღდგენას.
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ ის ქვეყნის უზარმაზარი ვალის პრობლემას ამ „რვა წელიწადში“ გადაჭრიდა.
ცნობისთვის, ბარაკ ობამას 8-წლიანი პრეზიდენტობის დროს ამერიკის სახელმწიფო ვალი 9 ტრილიონით გაიზარდა და თითქმის 20 ტრილიონს მიაღწია. ამასთან, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს.