ტრამპის მუქარის მიუხედავად, ჩინეთის იმპორტი ამერიკაში ახალ რეკორდებს ამყარებს. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული საქონლის მოცულობა 10%-ით გაიზარდა, რაც 2012 წლის ზრდის მაჩვენებლის შემდგომ ყველაზე მაღალია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ მოსახლეობის აღწერის ბიუროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. დონალდ ტრამპი, ჩინეთს მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებით საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე ემუქრებოდა.