ტრამპის დაინტერესება დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძულ გრენლანდიის ყიდვით დანიელმა პოლიტოკოსებმა წარმოუდგენელ ხუმრობად აღიქვეს.
"ეს ალბათ საპირველაპრილო ხუმრობაა", - დაწერა "ტვიტერში" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
"ტრამპი ყიდულობს გრენლანდიას? იმედი მაქვს ხუმრობაა, მაგრამ სხვა თვალსაზრისით საშინელი აზრია. არის გრენლანდიის მილიტარიზაციის, გრენლანდიელების ნაკლები დამოუკიდებლობის რისკი, გარდა უზარმაზარი დანაკარგისა დანიისთვის", - ასევე "ტვიტერში" დაწერა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარტინ ლიდეგორმა.
ინფორმაცია ტრამპის სურვილის თაობაზე, იყიდოს დანიის ავტონომიური ტერიტორია - მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდია, წყაროებზე დაყრდნობით "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გაავრცელა.
ეს იდეა ახალი არ არის. აშშ-მა გრენლანდიის ყიდვა უკვე ორჯერ, 1867 და 1946 წლებში სცადა, მაგრამ დანიელებმა ორივეჯერ უარი თქვეს გარიგებაზე.