აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სოციალური მედიის პლატფორმები, ისეთები როგორიცაა ფეისბუქი, გუგლი და ტვიტერი, მის წინააღმდეგ საიდულმოდ რიგდებიან. "რაღაც ხდება იმ ხალხს შორის, რომლებიც ფეისბუქს, გუგლს, და ტვიტერს ამუშავებენ, და ვფიქრობ რომ სიმართლე უნდა დავადგინოთ", - განაცხადა ტრამპმა. მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი გადახედავს ფეისბუქის გადაწყვეტილებას თეთრი სახლის სოციალური მედიის ხელმძღვანელის დენ სკავინოს საჯარო კომენტარების დაბლოკვასთან დაკავშირებით. კერძოდ, დენ სკავინომ ორშაბათს გაავრცელა სქრინშოთი, რომლის მიხედვითაც მას ფეისბუქმა მისწერა რომ დროებით დაბლოკილი იყო, ვინაიდან მისი რომელიღაც კომენტარი აღქმული იქნა როგორც ე.წ სპამი.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ტვიტერის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია.