ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა", - აცხადებს ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.