აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის მთავრობის შეცვლა არ სურს. მისივე თქმიოთ, მისი სურვილია ნახოს ძლიერი ირანი, ახლა კი საშუალო სტატისტიკური ირანელების ცხოვრების დონე მიუღებელია. მისივე თქმით, მას არ გაგვირვებია რომ საფრანგეთმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებზე დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მიიწვია. ტრამპის განცხადებით, მას არ სურდა თავად შეხვედროდა ირანელ მაღალჩინოსანს, ვინაიდან ეს ჯერ ძალიან ადრეა.
"მე ვეძებ ნამდვილად კარგ და ძლიერ ირანს, ჩვენ არ გვსურს რეჟიმის შეცვლა. მე ვიცოდი რომ ის მოდიოდა და მე ამ ფაქტს პატივს ვცემ. ჩვენ გვსურს ირანი კვლავ მდიდარი იყოს, დაე იყვნენ ისინი მდიდრები", - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
შეგახსენებთ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და სანქციები განაახლა.