აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები საერთო ჯამში, 29 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდნენ. ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, იმ ადამიანებს შორის, ვინც სარგებელი ნახეს რუსული აქციების ფასის ზრდითა და რუბლის გამყარებით, რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ახლო მოკავშირეებიც არიან.