ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მოპოვებისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის. დემოკრატი სენატორის, კრის კუნსის თქმით, მათ არ უნდა დაუშვან საშიში პრეცედენტი და არ უნდა მისცენ პრეზიდენტს გამოაცხადოს საგნაგებო მდგომარეობა იმისთვის რომ კონგრესს გვერდი აუაროს და სხვა გზით მოიპოვოს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა. შეგახსენებთ, კონგრესის უარის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა ამ მიზნით პენტაგონის ფულის გამოყენება გადაწყვიტა. კონგრემენთა ნაწილი ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულია. ისინია აცხადებენ, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ფედერალურ ხარჯებს წვეტს უნდა იყოს კონგრესი და პრეზიდენტს მსგავსი ექსტრემალური ზომებით არ უნდა შეეძლოს დაფინანსების მოპოვება.