ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დაკავებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი ფედერიკო კლეინი. 42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს.
ფედერიკო კლეინი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომლის წინააღმდეგაც 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.
FBI-ის ცნობებით, კლეინი 6 იანვარს ჯერაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, როდესაც ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა და დონალდ ტრამპის სხვა მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის კორდონის წევრებს სავარაუდოდ ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.