ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია ფიდივისიეის. ამის მიზანს ვენესუელიდან ნედლი ნავთობის აშშ-ში ექსპორტის შეწყვეტა და სოციალისტი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს იძულება წარმოადგენს, გადადგეს და პოსტი ოპოზიციონერ ხოსე გუაიდოს დაუთმოს. მანამდე კი თავად ხოსე გუაიდომ განაცხადა, რომ კონგრესმა აღნიშნული ნავთობკომპანიის და მისი ამერიკული შვილობილი კომპანია "სიტგოს" დირექტორთა საბჭოს ახალი წევრები უნდა აირჩიოს. ვენესუელა ოპეკის წევრი და ნედლი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა. აღსანიშნავია რომ აშშ, და მსოფლიოს კიდევ 20-მდე ქვეყანა სწორედ ხოსე გუაიოდს აღირებს გარდამავალ პრეზიდენტად, ევროპული ქვეყნები კი ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.