თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარდეს.
"ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად აღიქვამს კორონავირუსის გავრცელებას. ჩვენი ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესს გამოიყოს 2,5 მილიარდი აშშ დოლარი, რათა მოხდეს ვაქცინის შექმნის დაჩქარება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, ისეთის, როგორიცაა საჭირო აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა", - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, რეჩელ სემმელი.