ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მრჩევლებს გასაგებად უთხრა, რომ არაა კმაყოფილი იმ პირობებით, რა პირობებითაც უნდა მოხდეს შეთანხმება ჩინურ ByteDance-ს და ამერიკულ Oracle-ს შორის, სოციალურ ქსელ TikTok-ის ამერიკული სეგმენტის ფლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის აპარატის უფროსი აცხადებს, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც TikTok ჩინური მხარის კონტროლის ქვეშ რჩება, არ შეესაბამება პრეზიდენტის სტანდარტებს.
ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ვარიანტები, რომლის მიხედვითაც, TikTok-ზე კონტროლი რჩება ByteDance-ს.