დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ საუბრობს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, იგი ღიად ტოვებს ირანისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხს.
"ვნახოთ რა მოხდება", - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, მას სჯერა რომ თეირანს ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს.
"თუ ისინი ასე მოიქცევიან ძალიან კარგი იქნება. თუ არ მოიქცევიან, ესეც კარგი იქნება. მათ წარმოუდგენელი ფინანსური სირთულეები აქვთ და სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მისივე თქმით, ძალიან საშიში იქნება ირანისთვის ურანის გამდიდრება.
შეგახსენებთ, ტრამპმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადეს, რომ მზად არიან ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თუმცა, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მანამ არ გამართავს მოლაპარაკებებს, ვიდრე აშშ-ი სანქციებს არ გააუქმებს.