აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული სიტუაცია მსხვერპლის გარეშე მოგვარდება. მისი აზრით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება და თავიდან აიცილონ ქაოსი და მსხვერპლი.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ღონისძიება საპროტესტო აქციებს მიმართ "სრულიად მიუღებელი" იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა კი კონფლიქტის ორივე მხარეს "ძალადობისგან თავის შეკავებისკენ" მოუწოდეს.
საპასუხოდ კი ჰონგ-კონგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიკერძოვებულობა და ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდა არ ჩაერიოს ჩინეთის შიდა საქმეებში.