ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ცენტრალური ბანკი გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი ჩინეთის ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალუტის კურსის დოლართან მიმართებით გაუფასურება გახდა. ტრამპმა სერიოზული დარღვევა უწოდა ჩინეთის ეროვნულ ბანკის ქმედებას იუანის კურსი დოლართან მიმართებით 229 პუნქტით დაეწია. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა. ის ირწმუნება, რომ ჩინეთმა გაცვლითი კურსი ლამის ისტორიულ მინიმუმამდე დასწია.
ჩინეთს გამჭვირვალობისკენ მოუწოდა შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომაც. უწყების ხელმძღვანელმა საკითხის შესასწავლად საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა.
იუანის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება, თუმცა, ექსპერტების განცხადებით, იუანის დევალვაციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში საუბარი ჯერ ნაადრევია.