აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებდა ის სამხედრო ძალას ვენესუელაში, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: "არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება". აშშ-ს პრეზიდენტს ასევე დაუსვეს კითხვა გეგმავს თუ არა კონსულტაციების გამართვას ნიკოლას მადუროსთან. "მადურომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მას უარი განვუცხადე, ვინაიდან სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა" - დასძინა დონალდ ტრამპმა.