აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი აცხადებს, რომ მოძრაობა თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
"ის მკვდარია. მანამ ვიდრე მე შეშფოთებული ვარ მოლაპარაკებები მკვდარია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უფრო მეტიც, "როიტერსის" ცნობით, აშშ-ის სახმედრო მისია აპირებს ავღანეთში თალიბანის გახშირებული თავდასხმების წინააღმდეგ ოპერაციების გაძლიერებას.
შეგახსენებთ, თალიბანთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხების მიხედვით, 5000 ამერიკელ სამხედროს ავღანეთი უნდა დაეტოვებინა. რესპუბლიკელი პრეზიდენტის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო პოლიტიკის კუთხით, სწორედ ავღანეთიდან სამხედროების გაყვანა იყო. თუმცა, ტრამპის თქმით, ეს მოხდება მაშინ როდესაც ამის შესაფერისი დრო იქნება.