"მე ზოგიერთ ადამიანს ვუთხარი რომ ისინი არ იხდიან იმას, რაც უნდა გადაიხადონ. ეს ნათქვამი ყველას არ მოეწონებოდა", - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას ნატოს ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს.
თეთრ სახლში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და აშშ-ის ურთიერთობას და ლონდონში გამართულ ალიანსის სამიტზე მომხდარ ინციდენტსაც, კერძოდ, გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ დასცინის ჯასტინ ტრიუდო ტრამპს. აღნიშნულის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა ტრიუდოს ორპირი უწოდა.
"ტრიუდო ორპირია. არა, ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა, როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ მე მას ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის შეტანისკენ მოვუწოდე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.