აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრანტები მას და ამერიკას უჭერენ მხარს და პროგრესს უწოდებენ აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მკვლელობას. ვისკონსინის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ტრამპმა ასევე ირანის ლიდერს მოუწოდა არ დაუპირისპირდეს და დააზარალოს დემონსტრანტები. შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ აღიარა, რომ უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ლაინერი შეცდომით ჩამოაგდეს.