თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ქარელში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა.თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.