11:58
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს - დრამატული კადრები
14-05-2017

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს. გარდაცვლილებს დღეს პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ასევე ტყიბულის შახტებში დასაქმებული მეშახტეები, ქალაქის საზოგადოების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.

ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ. მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათინი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

AutoPlay
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი პასუხისგებაში მისცეს
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილზე - სახელმწიფო ორგანოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
უცხოურ ვალუტში დაკრედიტების ზღვარი, შესაძლოა, 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს
გამოქვეყნდა 56 წუთის წინ
ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დიმიტრი პესკოვი - ესტონეთის მიერ რუსეთის მიმართ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები მიუღებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები