12:48
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტრაგიკულ გასროლამდე ალეკ ბოლდუინს იარაღი მიაწოდეს და უთხრეს, რომ უსაფრთხო იყო - BBC
23-10-2021

იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა გადასაღებ მოედანზე მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სასამართლოს ჩანაწერებშია აღნიშნული. ჩანაწერების თანახმად, რეჟისორის ასისტენტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია იყო, მან ის მსახიობს მიაწოდა და დაიძახა: „ცივი იარაღი!“ - ეს არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია არ დევს. ამასთან, BBC-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გადასაღები გუნდის იმ წევრების სიას, რომლებიც ტრაგედიის დღეს გადასაღებ მოედანზე უნდა ყოფილიყვნენ. დოკუმენტში დასახელებულია პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმებაზე. BBC-ი წერს, რომ ეს არის 30 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც პირველად უწევდა ამ მოვალეობის შესრულება. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია.

AutoPlay
კახა კალაძე სააკაშვილზე - კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაავადებათა გამოკვლევა ჩაუტარდათ
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
კახა კუჭავას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატები შეუფერხებლად შევლენ
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ანრი ოხანაშვილი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები