უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, გადაგვეყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა, - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა. კუჭავას ინფორმაციით, პარლამენტის აპარატი გაფრთხილებულია და მოშიმშილე დეპუტატები ყველა საჭიროებით იქნებიან უზრუნველყოფილი.