პირველი რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ. მსვლელობა ამ წუთებში იწყება. ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. ამასთან, მსვლელობას ერთი ჯგუფი გამოეყოფა, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს. ალილოს მონაწილეები ასევე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით. მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ასევე რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ და მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.