აღდგომა - უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები ამ დღეს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩაწყობილი წითელი კვერცხებით ულოცავენ. პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ზეციური საზრდოს სიმბოლოცაა ადამიანის სულისთვის.საკონდიტრო კომპანია "სანდომი", უკვე დიდი ხანია ქართულ სამომხმარებლო ბაზარს წარმოებული პროდუქციით შემოუერთდა და მას წარმატებული, სანდო კომპანიის სახელიც დაუმკვიდრა. კომპანიას მიღებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი, რომლის უმკაცრესი მოთხოვნების დაკმაყოფილებით, საწარმოს საშუალება ეძლევა სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს სამომხმარებელო ბაზარს, დღეს "სანდომი" 100-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს და წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ფქვილოვანი მშრალი ორცხობილების სახით, ასევე შოკოლადის ნაწარმის ფართო ასორტიმენტით. კომპანია წელს თავის ერთგულ მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელ, ტრადიციული რეცეპტით დამზადებული პასკების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს, რომლის შეძენაც შესაძლებელია როგორც საუბნო, ასევე ქსელურ მარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.