საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება. ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმართება. ეს შეჯიბრება ამავე ტიპის იარაღში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მარტში ხორვატიაში გაიმართება. პარიზში ის შვიდეული ისვრის, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის ემზადება.