02:29
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
გახარიასთან შეხვედრისას ტყვიებთან დაკავშირებით პანკისზე ლაპარაკი არ ყოფილა - მამუკა არეშიძე
10-07-2019

მამუკა არეშიძის განცხადებით, ექსპერტებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეხვედრაზე პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით ტყვიების კონტექსტში საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„არ თქმულა, არ თქმულა ასეთი რამ. გამიკვირდა, რომ ეს ნახსენები იყო. პანკისის მოვლენებზე სხვა კონტექსტში იყო საუბარი, ტყვიებთან დაკავშირებით პანკისზე ლაპარაკი არ ყოფილა. ტყვიებზე რამდენიმე შეკითხვა დაისვა და იქ იყო ექსპერტი, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს არ არის სანადიროდ. გვაჩვენეს ტყვიები და ინსტრუქტაჟი. ის, რომ პანკისში ამ ტყვიების რაღაცა ფორმით მოხსენიებ...ა არ ვიცი. ასეთი რამ იქ არ გამიგია. არ ვყოფილვარ გასული. დავიჯერო გამომრჩა ასეთი მნიშნველოვანი რამ? სხვასაც ვკითხოთ, უკეთესი იქნება, მე არ გამიგია“,-აცხადებს არეშიძე.

გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპერტებთან შეხვედრაზე გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმაც იმოქმედა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა.

AutoPlay
ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა - რომან კაკულია გახარიაზე
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"დღეს მეტისმეტად ემოციური ჩანდა ბიძინა ივანიშვილი და გასაგებია ეს ემოციური ფონი, ვითარება საკმაოდ რთულია" - ეკა ბესელია
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"360 გრადუსი" - IRI-ის ახალი კვლევა; მომავლის კოალიცია; დაკავებები 20-21 ივნისის მოვლენებზე; პოლიტიკური კინკლაობა
16-07-2019
გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსება შეცდომა იყო თუ დანაშაული? - ლადო კახაძის პასუხი წამყვანს
16-07-2019
რა არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური შეცდომა?
16-07-2019
"ქართულ ოცნებას" მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა" - გიორგი ვაშაძე
16-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები