პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უმცირესობის წევრებმა ბრალი სიცრუეში დასდეს. ლარის გაუფასურება, ინფლაცია ქვეყანაში და ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში - საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დებატების მთავარი თემაა. პარლამენტში იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. კობა გვენეტაძემ 2017-19 წლების ფულადი საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისის მოსაგვარებლად პროცესში ხელოვნური ჩარევისკენ მოუწოდეს. კობა გვენეტაძის განმარტებით კ ი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე აღნიშნული მექანიზმის გამოყენება კონტპროდიქტიული იქნებოდა.