ორანგუტანს, რომელმაც შიმპანზესა და გორილასთან ერთად ადამიანის მსგავსი პრიმატების სამეული შეადგინა, ინდონეზიის მკვიდრმა მოსახლეობამ "ტყის ადამიანი" უწოდა, რადგან "ორანგ" ადამიანს ნიშნავს, "უტანი" კი, ტყეს. მართალია, დნმ-ის დეტალურად შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა უამრავი საერთო აღმოაჩინეს ბანჯგვლიან პრიმატთან, მაგრამ მათი ცოდნა მაინც ზედაპირული აღმოჩნდა, რადგან ბევრი დღესაც შეცდომით მოიხსენიებს "შორეულ ნათესავს" და ბოლოში ზედმეტი ასო "გ"-ს დამატებით, არაჩვეულებრივ "ტყის ადამიანს" ჩვეულებრივ "მევალედ" აქცევს, რადგან მალაიურ ენაზე "უტანგი" სწორედ "ვალს" ნიშნავს. ორანგუტანის გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ცხოველი მხოლოდ ინდონეზიის ორ კუნძულზე - ბორნეოსა და სუმატრას ხშირ ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და მცენარეებით მდიდარ, ჭაობიან დაბლობში გრძნობს თავს კომფორტულად.