ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. პროტესტის ნიშნად მეშახტეები შახტიდან არ ამოდიან.
როგორც “პალიტრანიუსს მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების წარმომადგენელმა ონისე საპანაძემ განუცხადა, ძიძიგურის შახტის N4 ნახშირმომპოვებელი უბნის 11 მეშახტე სამუშაოს დასრულების შემდეგ შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, ისინი მიმდინარე თვის ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და მათი მოთხოვნააა გონივრული ხელფასის დარიცხვა.მეშახტეების გაფიცვას კომპანია “საქნახშირი” გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია.