ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართულები.
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. როგორც კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირი ღია კარიერული წესით მოიპოვება.