ტყიბულში შახტში დაღუპულ ხუთი მეშახტის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. გარდაცვლილები წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა. მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, ინვესტორმა დავით ბეჟუაშვილმა, შახტის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. უბედური შემტხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა. ინციდენტის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა.