უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები, სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილ მეშახტეებს სანთლები დაუნთეს და ყვავილები მიიტანეს სიმბოლურად დადებულ მეშახტის ფარანთან და ჩაფხუტთან. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მეშახტეებმა და მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში ღამე გაათენეს. დაღუპულ ხუთ მეშახტეს დღეს დაკრძალავენ, ერთს კი - ხუთშაბათს.