ტყიბულში, სოფელ ახალსოფელში 16 წლის მოზარდი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც ტყიბულიში, საწირის თემის გამგებელმა თენგიზ ლომთაძემ განაცხადა, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.