ტყიბულში მინდელის შახტში 5 აპრილს მოხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მეშახტის ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში ცხოვრვრობდა. მას ოჯახში მოხუცი დედა, მეუღლე, შვილები და მცირეწლოვანი შვილიშვილები დარჩა. როგორც დაღუპული მეშახტის ოჯახში ამბობენ ის იყო ერთადერთი ოჯახის მარჩენალი და მისი დაღუპვის შემდეგ ოჯახი სხვების დახმარების იმედად დარჩა. დაღუპული მეშახტის 27 წლის შვილმა ავთო ბოჭორიშვილი ყვება რომ მაზ მიღებული ტრამვის გამო ფიზიკურად მუშაობა არშეუძლია. წლინახევრის წინ მომხდარი ავტოავარიისას მას თავზე 3 ოპერაცია გაუკეთდა. ქირურგიული ჩარევისას მას თავის ქალა ახადეს და ნახევარ მხარეს ძვლის ნაცვლად ჩადგმული აქვს პლასმასი, ასევე გაუკეთდა ოპერაცია თვალზეც. 27 წლის ბიჭის სურვილია, მოძებნოს ისეთი სამსახური სადაც ტრავმების მიუხედავად მუშაობას და დედის, მეუღლეს და მცირეწლოან შვილის რჩენას შეძლებს.