ტყიბულის მერიასთან მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - Palitra News

ტყიბულის მერიასთან მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2019-09-25 14:10:27+04:00

ტყიბულის მერიასთან მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების სახელფასო დავალიანების გაცემას ითხოვდნენ. მეშატეები ასევე ითხოვდნენ ინფორმაციას ხელისუფლებისა და კომპანიისგან, იმაზე თუ როდის აღდგება შახტაში საწარმო პროცესი.

აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში 300 მეტრ სიღრმეში ამ დრომდე რჩებიან.