ტყიბულელი მეშახტეები კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორისგან წარმოებისა და შახტის დირექტორის, ასევე შახტის მთავარი ინჟინერის გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნის შესაბამისად მეშახტეება ხელმოწერების შეგროვებაც დაიწეს. როგორც „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი ამბობს, სამუშაოების აღდგენისთანავე მათ მოთხოვნებს განიხილავენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ. „მე მათ დავპირდი, რომ სამუშაოების აღდგენის სრული ციკლისთანავე, განხილული იქნება მათი მოთხოვნები და შესაბამისი ზომები იქნება გატარებული“ - ნათქვამია ჯაყელის განცხადებაში.