იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota-მ ასევე იაპონურ კომპანია Subaru-ს დამატებითი წილი შეიძინა. Toyota-ს წილი ამ შენაძენის შემდეგ 20%-მდე გაიზარდა, აქამდე ის 17%-ს ფლობდა, ხოლო თავად Subaru Toyota-ს წილს არ ფლობს. შენაძენის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.როგორც Toyota-ში აცხადებენ, ისინი მეტად გაზრდიან თანამშრომლობას სპორტული ავტომობილების მიმართულებით. გარდა სპორტული ავტომობილებისა, კომპანიები აპირებენ თანამშრომლობას ახალი თაობის ტექნოლოგიებზე, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ელექტროფიცირების სისტემების მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ ახალი თაობის Toyota 86 Subaru BRZ სპორტულ მოდელებზე.Toyota და Subaru-ს ალიანსი 2005 წელს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე მოიცავს საერთო ელექტრო პლატფორმას, რომელზეც მალე ელექტრო-ქროსოვერი აიწყობა.