კომპანიებმა Toyota და Suzuki ალიანსის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების საფუძველზე კომპანიები ერთმანეთის აქციებს შეიძენენ.
შედეგად Toyota 907 მილიონ დოლარად Suzuki-ს 4,9%-იან წილს შეიძენს, ხოლო Suzuki Toyota -ს 453 მილიონ 600 ათასის აქციას ღია საფონდო ბირჟაზე იყიდის.
ახალი პროდუქციის შემუშავების სფეროში Toyota-ს და Suzuki-ს თანამშრომლობის შესახებ 2019 წლის მარტში გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მათმა ალიანსმა კომპანიების პოზიციები ბაზარზე უნდა გაამყაროს. თუმცა, ეს არ ცვლის იმ მდგომარეობას, რომ ბრენდები წარმოების სხვადასხვა სფეროში კონკურენტებად რჩებიან.