იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Toyota ამერიკის შეერთებულ შტატებში 143 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის მიზეზი კი უსაფრთხოების ბალიშებში და სამუხრუჭე სისტემაში აღმოჩენილი დეფექტი გახდა. როგორც ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაწვევა შეეხება დაახლოებით 96 ათას ყველგანმავალებს - Land Cruiser (ლენდ ქრუიზერი) და Lexus LX570 (ლექსუსი ელ ექს 570), რომლებიც 2008-2018 წლებში გამოვიდა. ასევე გაწვევას დაექვემდებარება 47 ათასი პიკაპი 2018-2018 წლების Toyota Tacoma (ტიოიოტა ტაკომა). შეგახსენებთ, Toyota-მ მსოფლიოს მასშტაბით 2,4 მილიონი ერთეული ჰიბრიდული ავტომობილი ძრავში არსებული ხარვეზების გამო ოქტომბერშიც გაიწვია. მათ შორის 830 ათასი მანქანა იყო ამერიკაში.