ყველასათვის საყვარელი და საკულტო ანიმაციური ფილმი, სათამაშოების ისტორია მეოთხე ნაწილით ბრუნდება. დისნეისა და პიქსარის ეს გენიალური ანიმაცია დიდ ეკრანებს 2019 წლის 21 ივნისს დაიპყრობს. სათამაშოების ისტორიის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და ის Pixar-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო, ასევე პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც სრულადაა შექმნილი კომპიუტერული ტექნოლოგიით ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, თუ როგორ გაგრძელდება ყველა დროის ყველაზე დიდებული სათამაშოების ისტორია.