16:26
22 იანვარი, 2018, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თოვლი, წვიმა, ნისლი, ქარი და -15 გრადუსი ტემპერატურა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ 17 იანვრამდე?
13-01-2018

17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლი სახით იქნება. ასევე, დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე ზოგჯერ 17–22 მეტრი წამში იქნება.

15–16 იანვარს კი აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ნისლი. თბილისში სუსტი თოვაა მოსალოდნელი. შესაძლოა იყოს ნისლიც.

15 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

ამასთან, 15–17 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, კერძოდ, ახალქალაქში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ღამით –15 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
AutoPlay
მენინგოკოქცემიის დიაგნოზი - 7 წლის ბავშვი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
სოხუმში პროზექტურა გაძარცვეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ხმაური და უკრაინის ჰიმნი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
LIVE: კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ჩვენი ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სხვა სიახლეები