ხულოს იალაღებსა და გოდერძის უღელტეხილზე თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი 3-სმ-ს აღწევს. თოვა 23 მაისს, ღამით დაიწყო და დილამდე არ გადაუღია. ნალექს მთებში პრობლემები არ შეუქმნია. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, იალაღებთან მისასვლელი გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია და სამუშაოები 7 მიმართულებით მიმდინარეობს.