გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს, დღის ბოლოდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6-ბალიანი შტორმი.ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.