ტოვებს თუ არა თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური - სუს-ში საკადრო ცვლილებები რეგიონალური სამსახურების უფროსების გათავისუფლებით დაიწყო. თანამდებობები უკვე დატოვეს აჭარის სუსის უფროსმა ირაკლი ერისთავმა და სამეგრელოს სუს-ის უფროსმა ირაკლი შენგელიამ. ერისთავი და შენგელია ვახტანგ გომელაურის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგასბვილის კადრებად ითვლებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით პოსტებს დატოვებენ რეგიონალური სამსახურების სხვა უფროსებიც. გომელაურის პირველი მოადგილის თანამდებობას კი შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალური ინსპექციის უფროსი ალქსანდრე ხოჯევანიშვილი დაკავებს. ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 2015 წელს დაინიშნა. ის ამ პოსტზე 6 წლის ვადითაა დანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით საკადრო ცვლილებები სუსში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგს უკავშირდება