16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.