ძველბერძნების მიერ "მიწის ლომად" წოდებული ქამელეონი, რომელიც მონათესავე ქიცვიანებისგან პირველ რიგში, ფერის შეცვლის უნიკალური თავისებურებით გამოირჩევა, დაახლოებით 100 მლნ. წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე და 80-ზე მეტი სახეობა გააერთიანა საკუთარ ოჯახში, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულად ჩვეულებრივი ქამელეონი ითვლება, ყველაზე იშვიათ სახეობად კი - მადაგასკარის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ ტარზანვილეს ბინადარი კალუმა ტარზანია მიჩნეული. ულამაზესი პანტერასებრი ქამელეონის შეფერილობას კლიმატური პირობები განსაზღვრავს, ჯექსონის ქამელეონი კი, ნათესავებს შორის ყველაზე აგრესიულის სახელით სარგებლობს, რადგან ყოველთვის გააფთრებით იცავს საკუთარ ტერიტორიას, გიგანტური ქამელეონის სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს, ყველაზე მინიატურული - ფოთლის ქამელეონის გაბარიტები კი, 1,5 სანტიმეტრს არ აღემატება.