იტალიური „რომამ“ ცოცხალმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ დატოვა. „ჯალოროსის“ აწ უკვე ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ეს გადაწყვეტილება სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა. იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით მას ტექნიკურ არეალში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ამრიგად, 30 წლის შემდეგ „რომასა“ და ტოტის გზები გაიყო. ფრანჩესკო „ჯალოროსის“ ახალგაზრდულ გუნდში 1989 წელს მოხვდა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა, რის შემდგომაც „მგლებს“ 2017 წლამდე უერთგულა. კარიერის დასრულების შემდეგ კი, ლეგენდარული იტალიელი დაუყოვნებლივ გუნდის სტრუქტურაში მოხვდა.