Total-მა და Google-მა მზის ენერგიის სახლებში გამოყენების შესაფასებლად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს - Palitra News

Total-მა და Google-მა მზის ენერგიის სახლებში გამოყენების შესაფასებლად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს

2020-10-15 08:23:20+04:00

ფრანგულმა ნავთოგაზის კომპანიამ Total და Google Cloud-მა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშულებით განსაზღვრავს სახლებში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Total-ი ავრცელებს.

Solar Mapper იყენებს ხელოვნური ინტელექტის ახალ ალგორითმებს, რომლებიც უკეთეს შედეგებს იძლევიან არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, ამას კი აღწევენ თანამგზავრიდან მიღებული უფრო ხარისხიანი მონაცემებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩართულობით.